“ბევრი ასეთი ადამიანი საბოლოოდ ან ციხეში აღმოჩნდა, ან გაურკვეველ ვითარებაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს” – ფავლენიშვილი მდინარაძის წასვლაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა “კლანურ” ბრძოლას, ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებას და ფულის ამოღებას უკავშირდება. როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს სისტემა არის ძირმომპალი, საჭიროა მობილიზება, რომ საბოლოოდ დასრულდეს”. “არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს დამახასიათებელია ასეთი ოლიგარქიული, კორუმპირებული რეჟიმებისთვის, იწყება ხოლმე “კლანური” ბრძოლები, ამ ბრძოლებში […]

Continue Reading

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრში აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

Wizz Air-ზე კისრის ბალიშის უფასოდ ასატანად, ის ხელბარგში უნდა თავსდებოდეს – ავიაკომპანიის წესები

Wizz Air-ის მოქმედი წესებით, კისრის ბალიშები არ ითვლება ცალკე უფასო ნივთად და ხელბარგის დასაშვებ ნორმაში უნდა მოთავსდეს. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული არ არის, როდის მოხდა აღნიშნული წესის განახლება. “თუ გსურთ, კისრის ბალიში ბორტზე აიტანოთ, ის ხელბარგის ჩანთაში უნდა მოათავსოთ. თუ ბალიში თქვენს ხელბარგში ვერ ეტევა და აღემატება დაშვებულ ბარგის ნორმას, შესაძლოა ჩაითვალოს დამატებით ნივთად და დაექვემდებაროს შესაბამისი […]

Continue Reading

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. […]

Continue Reading

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. არაოფიციალური ინფორმაციით, კორპუსში „საშინელი სუნი იდგა“, რის გამოც მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. აფხაზი ბლოგერი ბინაში შესვლისას მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე […]

Continue Reading

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას – მარიამობას დღესასწაულობს

მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების – მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, აგრეთვე, როდის დაწესდა […]

Continue Reading

28 აგვისტოს მთვარე სისხლისფერი გახდება – რას ამბობენ მეცნიერები

28 აგ­ვის­ტოს ღა­მეს ცაზე იშ­ვი­ა­თი სა­ნა­ხა­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა – მთვა­რის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც დე­და­მი­წის ჩრდი­ლი მთვა­რის ზე­და­პი­რის და­ახ­ლო­ე­ბით 96%-ს და­ფა­რავს და ის მო­წი­თა­ლო, ე.წ. “სის­ხლის­ფე­რი მთვა­რის” იერს მი­ი­ღებს. მო­ახ­ლო­ე­ბულ­მა ას­ტრო­ნო­მი­ულ­მა მოვ­ლე­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკვე არა­ერ­თი თე­ო­რია და მსჯე­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მას ბიბ­ლი­ურ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბებ­სა და სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ ტექ­სტებს უკავ­ში­რებს. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მო­სა­ლოდ­ნელ დაბ­ნე­ლე­ბას […]

Continue Reading

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტოვა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი. „ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის გზა) მოდის მიწა და ღორღი. გამოღწევა გვინდოდა და წამოვედით მანქანით. სოფელ ნერგეეთში, სატყეოსთან დაგხვდა საცობი. წინ არის წყარო, როგორც გვითხრეს, იმ ადგილას ჩამოწოლილია მიწა. ვერ […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ მადლობა, სამწუხაროა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო – გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში

მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე და გუნდის გაძლიერებაზე. „მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, […]

Continue Reading

მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება”, – აღინიშნულია ინფორმაციაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading