გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 000-ზე მეტი ადამიანი 75 წლის ან უფროსი ასაკის იყო. 27-28 ივნისის სიცხის ტალღის დროს, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნში 120 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გერმანიის „მწვანეთა“ პარტია კი, კანცლერ ფრიდრიხ მერცს არასათანადო ზომების მიღებაში ადანაშაულებს. „როიტერის“ ინფორმაციით, […]

Continue Reading

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდზე “ყველაფერი პოლიციის შესახებ”. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი დგებუაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ახალგაზრდა კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს! – სად და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცხედარი?

ასპინძაში, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ასპინძის ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოხდა. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა გვითხრა, კაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდენ, დღეს დილით კი მწყემსმა ნახა. ადგილზე მობილიზებილია პოლიცია და სამაშველო სამსახური.  გარდაცვლილი ასპინძაში ცხოვრობდა.  რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

დოლარი გაიაფდა, ევრო გაძვირდა – ვალუტის ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0140 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0109 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

ერდოღანმა ნატოს სამიტის მონაწილეებს პისტოლეტები უსახსოვრა, ნაცვლად ბლოკნოტებისა და კალმებისა – POLITICO

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ნატოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს საბრძოლო ვაზნებით სავსე პისტოლეტები გადასცა, იუწყება Politico. გამოსამშვიდობებელი საჩუქრის სახით, თურქეთის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს არა კალმები და ბლოკნოტები, არამედ საბრძოლო ვაზნებით სავსე გრავირებული პისტოლეტები გადასცა. კოშტას იარაღი დაცვის სამსახურმა დაუყოვნებლივ ჩამოართვა შესამოწმებლად. Politico-ს ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა […]

Continue Reading

2050 წლისთვის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა თითქმის გაორმაგდეს – ჯანმოს ანგარიში

წლიურად დაახლოებით 20.6 მილიონი ახალი შემთხვევისა და თითქმის 10 მილიონი გარდაცვალების მაჩვენებლით, კიბო გლობალურად სიკვდილიანობის გამომწვევ მეორე წამყვან მიზეზად კვლავ რჩება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. კიბო ყოველდღიურად 26 000-ზე მეტ სიცოცხლეს იწირავს – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, ამ ტენდენციის შესაცვლელად საჭირო ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომაზე ფუნდამენტური გადასვლა […]

Continue Reading

მთავრობა ქმნის სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელ ჯგუფებს არ შეუძლიათ უსაფრთხოდ ფუნქციონირება – Human Rights Watch-ის ანგარიში

საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს, დაფინანსების შეზღუდვებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის იყენებს, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ საქართველოში „ახალი კანონები პრაქტიკულად ყველა უცხოურ დაფინანსებას მთავრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ აქცევს, სტიგმატიზებულ „უცხოელი აგენტის“ იარლიყებს აწესებს, ასევე, აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ჯგუფებს მძიმე ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით […]

Continue Reading

მერაბ დვალიშვილი World MMA Awards-მა 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა

2025 წელი ქართული შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში კიდევ ერთი ისტორიული მიღწევით აღინიშნა. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა საბრძოლო სპორტის დაჯილდოებამ, World MMA Awards-მა – ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად (Fighter of the Year) დაასახელა. World MMA Awards შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად მიიჩნევა. ყოველწლიურად გამარჯვებულებს სპორტული ჟურნალისტები, ინდუსტრიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ირჩევენ. […]

Continue Reading

“სამარცხვინოა” – ჯო უილსონი “ქართული ოცნების” პროტესტზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, რეზოლუციის მიღების დროს, “ქართული ოცნების” დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პროტესტის ნიშნად დატოვებას “სამარცხვინოს უწოდებს. ამის შესახებ მან “იქსზე” დაწერა: “სამარცხვინოა, რომ საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჩემი რეზოლუციის მიღებისას დატოვა, რომელიც გმობდა ირანის პრო-ტერორისტულ მაფიის რეჟიმს, რომელმაც საქართველო დაიპყრო. მოიცადეთ, სანამ ნახავთ, რას მივიღებთ მომავალ წელს ჩარლსტონის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე,” – წერს […]

Continue Reading

“ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, პატიმრობითა და ჯარიმებით ებრძვიან, ხოლო საზღვარგარეთ — სამარცხვინო ტანტრუმებით” – გიორგი გახარია “ქართულ ოცნებაზე”

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომას ეხმაურება, რომელზეც მმარეთველი პარტიის დელეგაციამ პროტესტი გამოხატა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, გახარია ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და წერს, რომ “ქართულნა ოცნებამ” სრულად შეილახა რეპუტაცია. “ქართული ოცნების” დელეგაციას სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ვინაიდან ვერ შეძლეს ეუთოს საზოგადოების მოტყუება თავიანთი სიცრუით, “ოცნების” დელეგაციამ დარბაზი დატოვა, […]

Continue Reading