ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – რიცხვის ზრდას მოელიან

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ივნისის ანომალიურ სიცხეს 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ წინასწარია და სახელმწიფო ორგანოში რიცხვის ზრდას მოელიან. ყველაზე მძიმე ვითარება დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,025-ს მიაღწია. ბელგიაში ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1,200 შეადგინა, ნიდერლანდებში კი სტიქიამ 480 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის უდიდესი […]

Continue Reading

გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი […]

Continue Reading

ელისაშვილის საქმეზე ექსპერტიზა ვერ ჩატარდება – სამხარაულის ბიურო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველებს განუმარტა, რომ სეებ- ში მათ მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება. კერძოდ, საქმე ეხება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე ელისაშვილის ადვოკატების მოთხოვნას, ჩატარებულიყო ექსპერტიზა შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ: გამოიწვევდა თუ არა სასამართლოს ეზოში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის და ინვენტარის, ასევე სასამართლოს სრული შენობისა და ინვენტარის 100%-ით გადაწვას, მასზე […]

Continue Reading

“ამხელა ბოლტი როგორ უნდა აღმოჩნდეს გამომცხვარ პურში” – მომხმარებლის პოსტი სოციალურ ქსელში

“როგორ არ გრცხვენიათ, ხიჭვი ხომ არ არის ამხელა ბოლტი როგორ უნდა აღმოჩნდეს გამომცხვარ პურში. ამით ყველაფერი ნათელია რა ხდება თქვენ ქარხანაში, ადამიანს კბილი ჩამოტყდა . ამის გამო პასუხს აგებთ” – ამის შესახებ სოციალური ქსელის “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებელი ამავე ქსელში, “სურსათის უვნებლობის” ჯგუფში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც შესაბამისი ფოტოები აქვს დართული. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

აშშ შიშობს, რომ რუსეთი პოლონეთში შეიარაღებულ „პროვოკაციას“ გეგმავს ნატოს სიმტკიცის შესამოწმებლად – The Telegraph.

პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურა შესაძლოა რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდეს, ან რუსმა ჯარისკაცებმა საზღვარი გადაკვეთონ და ნატოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვაშინგტონმა ვარშავა რამდენიმეჯერ გააფრთხილა ამ შეთქმულების შესახებ, განუცხადეს პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან დაახლოებულმა წყაროებმა პოლონურ საინფორმაციო სააგენტო Onet-ს. რუსული პროვოკაციის მიზანი იქნება დაძაბულობის ესკალაცია და დასავლელი მოკავშირეების იძულება, შეაჩერონ უკრაინისთვის დახმარება. ეს შეიძლება რამდენიმე თვეში მოხდეს. პოლონური […]

Continue Reading

ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელები ჩადიან, ეს აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს – “ქართული ოცნება”

ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადიან ირანელ ხალხთან, ვინც ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, ის ხალხი ჩადის ირანში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. შარმანაშვილის თქმით, ეს აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. „ჯო უილსონმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ვინც იქ ჩავა, ამერიკის მტერია? მაშინ, ამერიკის განსაკუთრებული მტრების სია დაწერეთ – სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, […]

Continue Reading

ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას – “ნაციონალური მოძრაობა”

ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას, საწვავის აქციზის განახევრებას და 2012 წლის სამართლიან ნიშნულზე დაბრუნებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, პარტია ასევე მოითხოვს, 33%-ით გაზრდილ დენის ტარიფის შემცირებას და სოფლის პროგრამის რეალურ ამუშავებას. „ქართული ოცნება“ ხალხს მაღალი ფასების შემცირებას დაჰპირდა, თუმცა რეალობა საპირისპიროა, […]

Continue Reading

“საქართველოს ყალბი პრეზიდენტი დიქტატორ ჰამენეის დაკრძალვას დაესწრება” – ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი („რესპუბლიკური პარტიიდან“) ჯო უილსონი აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე მიხეილ ყაველაშვილის დასწრების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან”. „ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს“, – აცხადებს კონგრესმენი. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 3 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი […]

Continue Reading

3 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, […]

Continue Reading