ლარის კურსი 8 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 8 სექტემბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6128, ევრო – 3.0374, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5377 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6126, ევრო – 3.0364, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5359 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 8 სექტემბერს ამოქმედდება. […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციას – „ალგებრა, ანალიზი და გამოყენებები“ და ასევე, საერთაშორისო საზაფხულო სკოლას – „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“ მასპინძლობს. მასში, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი სტუდენტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს […]

Continue Reading

საქართველო და რუსეთი შეიძლება სამმა მაგისტრალმა დააკავშიროს – vestikavkaza.ru

ამ სათაურით აქვეყნებს მასალას რუსული გამოცემა vestikavkaza.ru რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და თბილისს ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, საქართველო და რუსეთი განიხილავენ კომუნიკაციების განვითარების რამდენიმე პროექტს: მიმდინარეობს ისტორიული საქართველოს სამხედრო მაგისტრალის მოდერნიზაცია; არაოფიციალურად განიხილება ინგუშეთის გავლით რკინიგზის და ჩეჩნეთის გავლით ავტომაგისტრალის მშენებლობის შესაძლებლობა. რატომ არის საჭირო ახალი გვირაბი საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით? რამდენიმე წელია, […]

Continue Reading

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. “იდეიდან და დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. […]

Continue Reading

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და ახალი სახელი „თავისუფალი ხალხის პარტია“ იქნება

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და ახალი სახელი „თავისუფალი ხალხის პარტია“ იქნება. როგორც პარტია განმარტავს, არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ მათ „ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც მათთან და არც თავისუფლებასთან“. მათივე განცხადებით, აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რათა „ეს დასრულდეს და დაირქვან ის, რაც რეალურად არიან.“ „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. […]

Continue Reading

ანა წითლიძე – მოვუწოდებ პროკურატურას, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან პროკურატურას მოუწოდა, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს. „ბარბარე რაფალიანცი მოკლულია ბიძინა […]

Continue Reading

ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილებზე

ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილს, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი წინამორბედის წერილები არასერიოზულია. „ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული, […]

Continue Reading

საქართველოში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე მონაცემებით, მათ შორის: „2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, […]

Continue Reading

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მესტიაში ორი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპრებას წინ, ორ მოზარდს შორის დაქწყებული კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანის მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა.  დაპირისპირება კი დაჭრით დასრულდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.  “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ქარი, ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან […]

Continue Reading