აშშ-მა უკრაინას სთხოვა, „შეეჩერებინა დარტყმები“ ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში ვიზიტით იქნება – მედია

აშშ-მა უკრაინას სთხოვა, „შეეჩერებინა დარტყმები“ ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში ვიზიტით იქნება. ამის შესახებ Axios-ს წყარომ განუცხადა. წყაროს ცნობით, აშშ-მა უკრაინა „მაღალი დონის დელეგაციის“ ჩასვლის შესახებ გააფრთხილა. ქვეყანას „სთხოვეს“ შეჩერებულიყო დარტყმები მათ წასვლამდე. Axios-ის ცნობით, ეს არის ჯონ რეტკლიფის პირველი ვიზიტი მოსკოვში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რანგში და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის […]

Continue Reading

“ივანიშვილის ქონება უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს ხალხს” – შალვა ნათელაშვილი

“ივანიშვილის ქონება უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს ხალხს” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მათ დიდი ბრიტანეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრების სასწრაფო დასანქცირების მოთხოვნით მიმართეს. შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ლონდონს ასევე სთხოვეს, გასცეს სასამართლო დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო. “ჩვენ საზოგადოებას […]

Continue Reading

მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ღარიბაშვილი ახალ წერილს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ აღარ აპირებს “ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადში” მონაწილეობას და ხაზს უსვამს,რომ აზრს ვერ ხედავს იაროს სასამართლო სხდომებზე და დასძნეს: “მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში!”. ექსპრემიერის თქმით, აღარც ის აინტერესებს, რომელ “პატიმარს ან მძევალს ზეწოლის მეთოდებით” რას “დააწერინებენ” მასზე რა ბრალს წაუყენებენ. ღარიბაშვილი ამბობს, […]

Continue Reading

დოლარმა 0.0032 თეთრით მოიმატა, ევროს ფასმა – 0.0035 თეთრით

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6153 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0500 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0465 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

მთელი ქონება, რაც ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ ოფშორულ ზონებში ჰქონდა დარეგისტრირებული, საქართველოში წამოიღო – “ლელო” ბიძინა ივანიშვილზე

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ჰერმეტულად იკეტება – ქვეყანა საკუთარ ბოსტნად აქვს გადაკეტილი და ამ ბოსტანში რასაც უნდა იმას აკეთებს, – ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „თანაინვესტირების ფონდის” აქტივები კაიმანის კუნძულებზე არსებული კომპანიიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა. დათუნაშვილის თქმით, ეს არის ტრანზაქცია, რომლის შედეგად სარგებელს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი […]

Continue Reading

ისტორიული მაქსიმუმი – რამდენი ლიტრი ლუდი მოდის საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული. მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა, მოხმარების 84% კი ადგილობრივ ლუდზე მოდიოდა. ლუდის მოხმარება საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ბოლო 5 წელში […]

Continue Reading

„არ გამოვრიცხავ, რუსების საკმაოდ დიდი ტალღა მოაწყდეს ქვეყანას – თუ ეს სურათი გვექნება, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები აუცილებლად გაიზრდება“

„გამორიცხული არაა, როგორც ადრე, ახლაც რუსების საკმაოდ დიდი ტალღა მოაწყდეს ქვეყანას“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას G.Miller International Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთში მოსალოდნელი მობილიზაციის ფონზე, საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღის შემოსვლა სრულიად რეალურია, რაც პირდაპირ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე. „ეს ტალღა ახლა დაიწყო და უძრავ ქონებაზე ასე სწრაფად აისახა თუ არა, […]

Continue Reading

მანჰაიმის საქალაქო საბჭოს წევრს, ჟულიენ ფერას სურს სექს-წვეულების ორგანიზება პირდაპირ მერიაში

მანჰაიმის საქალაქო საბჭოს წევრს, ჟულიენ ფერას (სურათზე), დიდი ხანია სურს სექს-წვეულების ორგანიზება პირდაპირ მერიაში. მან ცოტა ხნის წინ იკითხა, ვინ იქნებოდა დაინტერესებული ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობით და, ფერატის თქმით, დაახლოებით 50-მა ადამიანმა უკვე დადებითად უპასუხა. ამის შესახებ stuttgarter-zeitung.de წერს. საბჭოს წევრმა პირველი დეტალები გაამხილა. მისი გეგმის თანახმად, ყველა დაინტერესებულმა მხარემ ჯერ ჯგუფური სექსის სავალდებულო ტრენინგი უნდა […]

Continue Reading

“არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი” – მოსამართლე ღარიბაშვილის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმსჯელა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრა. სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, მოსამართლის, ფიქრია სექტურაშვილის თქმით, “არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი”. დღევანდელ პროცესს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია. მოსამართლის განმარტებით, პენიტენციური […]

Continue Reading

კრიმპოლმა ავტომანქანის საბურავებიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე „ჰაშიში“ ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს – სპეცოპერაცია რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხელბორკილები უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაადეს. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა,  33 კგ-მდე ე.წ. ჰაშიშის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონს შეადგენს. მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ […]

Continue Reading