გია ხუხაშვილი – მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდია – კობახიძე არის სახლში მარტოდ დარჩენილი ბავშვი

მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდია, ერთგვარი ანონსი და მეტი არაფერი, პრინციპში მისი გადადგომის სამიზნე არის კობახიძე – ის არის ერთგვარად სახლში მარტოდ დარჩენილი ბავშვი, რომელსაც შეუძლია მარტო გააფუჭოს, გაკეთების საშუალებას იქ არავინ არაფრისას არ მისცემს – ბიძინა დიდხანს მარტოს სახლში მას არ დატოვებს, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება, დატოვოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა […]

Continue Reading

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა – კიდევ ოთხი კი ინფიცირებულია

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა, კიდევ ოთხი კი ინფიცირებულია. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გავრცელების მიზეზი ინფიცირებული კოღო გახდა, რომელიც ქვეყანაში, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ბარგის განყოფილებიდან მოხვდა. აეროპორტის ტერიტორიაზე მწერების საწინააღმდეგო ტექნიკა დაამონტაჟეს. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ინფიცირებული თანამშრომლები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. პრაიმტაიმი გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

მამუკა მდინარაძე – შეიძლება ჩემი ძალები ბიზნესში მოვსინჯო

ალბათ, უფრო კერძო სექტორში, შეიძლება ჩემი ძალები ბიზნესშიც მოვსინჯო, – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, სად მიდის პოლიტიკიდან. „გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ამაზე არ მიფიქრია. ადრე ხუმრობით მილაპარაკია, რომ შეიძლება ჩემზე ცნობილი ადვოკატი ბევრი არ იყოს. სიმართლე გითხრათ ახლა ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია. შეიძლება ბიზნესში მოვსინჯო ძალები, რადგან აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით და […]

Continue Reading

მამუკა მდინარაძე თანამდებობას და პოლიტიკას ტოვებს – [განახლებული]

რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა. “მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა ძალიან […]

Continue Reading

თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება – მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

წელს, თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიამ 3 114 727 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. როგორც შესყიდვის აღწერაში წერია, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს მერია მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. კერძოდ, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება თემატური დეკორაციები და ინსტალაციები – დეკორირებული თაღები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ინტერაქციული ინსტალაციები, […]

Continue Reading

სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბერში გამოცხადდება, 3000-ზე მეტ ვაკანსიას მოიცავს – მთავრობა

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბერში გამოცხადდება, 3000-ზე მეტ ვაკანსიას მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თხოვნით რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, […]

Continue Reading

“ოცნება” მზადაა, რუსეთის წინაშე დაიჩოქოს – სალომე ზურაბიშვილი

„ოცნება“ მზადაა, რუსეთის წინაშე დაიჩოქოს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთთან მიმართებით დუმილის პოლიტიკას ატარებენ და ამის მაგალითად ის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს, რომლებშიც, მისი თქმით, არც რუსეთი, არც აგრესია და არც უკრაინის გამარჯვება ყოფილა ნახსენები. ზურაბიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი ქვეყნის მართვას ვეღარ ახერხებს, ხელისუფლების შიგნით […]

Continue Reading

მანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ ეზოში შევარდა – დაღუპულია 16 წლის გოგო!

ოზურგეთში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდი 16 წლის გოგოა. ის თბილისში ცხოვრობდა და სოფელ გომში სტუმრად იმყოფებოდა – როგორც გურიის მოამბე თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, მანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში შევარდა. გამოცემის ცნობითვე, დაშავებულებიდან ერთი სოფელ წითელმთიდანაა, დანარჩენი კი გომიდან “როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები-ქალა ფუძის და […]

Continue Reading

“შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი” – ირმა ინაშვილი ღარიბაშვილს პატრიოტთა ალიანსში გაწევრიანებას სთავაზობს

“საჯაროდ ვთავაზობ ღარიბაშვილს – შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი” – ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პატრიოტთა ალიანსში გაწევრიანებას სთავაზობს. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელს სტატუსს აქვეყნებს და დაკავებულ ყოფილ პრემიერს პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას ურჩევს – “ის კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური პატიმარია და გამოსავალიც მხოლოდ ერთია- გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა”. მრავალჯერ მითქვამს, რომ ღარიბაშვილი მსხვერპლია! მსხვერპლია კობახიძის ცრუ დაბეზღებების, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე […]

Continue Reading