“არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი” – მოსამართლე ღარიბაშვილის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმსჯელა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრა. სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, მოსამართლის, ფიქრია სექტურაშვილის თქმით, “არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი”. დღევანდელ პროცესს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია. მოსამართლის განმარტებით, პენიტენციური […]

Continue Reading

კრიმპოლმა ავტომანქანის საბურავებიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე „ჰაშიში“ ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს – სპეცოპერაცია რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხელბორკილები უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაადეს. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა,  33 კგ-მდე ე.წ. ჰაშიშის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონს შეადგენს. მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ […]

Continue Reading

გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა – ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახური

გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, – ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 33 000-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, 15 და 16 აგვისტოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი 19 000 -ზე მეტმა […]

Continue Reading

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში, ამინდი გაუარესდება. კერძოდ, სააგენტო განმარტავს, რომ 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია […]

Continue Reading

რუსი მოციგურავეების წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს

საქართველო მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს – ზუსტად ერთ თვეში, ბათუმის ყინულის სასახლეს 37 ქვეყნიდან ეწვევიან ფიგურულ ციგურაობაში მოასპარეზე სპორტსმენები. ირკვევა, რომ რუსი მოციგურავეების წყვილი, ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, საქართველოს სახელით იასპარეზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს. „გაიცანით ჩვენი ნაკრების ახალი წევრები – ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, ნაკრების ერთერთი დამსახურებული […]

Continue Reading

ფონდი “ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებზე მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს

„ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში“ – ასე ეხმაურება ფონდი “ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებზე მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს. „ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები, რაზედაც საჭიროდ ვთვლით პასუხის გაცემას. მოგახსენებთ, რომ 2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ […]

Continue Reading

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, სამართალდამცველებმა ექვსი პირი, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს. ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებულ პირებთან შეთანხმებით და სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. […]

Continue Reading

უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩარიცხულთაგან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 862 აბიტურიენტი ისწავლის. „2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება მოიპოვა 34150-მა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; […]

Continue Reading

25 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 აგვისტოს ღირსმოწამეთა: გერონტის, სერაპიონის, გერმანეს, ბესარიონის, მიქაელისა და სვიმეონის – გარეჯის მონასტერში ლეკთაგან მოწყვეტილთა, ასევე სხვა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი გარეჯელი მოწამენი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარ ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით-გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ. დავით-გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და […]

Continue Reading