ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა – მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა. არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, „აფხაზ პარტნიორებს“ მიაწოდა. „ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, – აცხადებს ბიზნესმენი. არველაძის ინფორმაციით, საწვავი „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, […]

Continue Reading

შსს – დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს სგპ „დარიალი“

დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორ უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო […]

Continue Reading

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია – ამის შესახებ bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. “საქართველოს მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით დამატებითი აქტი ან დოკუმენტი არ გამოუცია. მთავრობამ იხელმძღვანელა იმ დოკუმენტით, რომელიც გამოცემულია 2019 წელს „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესით. ამ დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას […]

Continue Reading

ტელეკომპანია “ტვ პირველი” 5 ათასი ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი” „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა. როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტელეკომპანიის არხზე 11:00, 13:00, 15:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში “იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით […]

Continue Reading

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს.  მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. “არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ […]

Continue Reading

„დარიალიდან“ მოქალაქეების, საპატრულო პოლიციის და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის გამოც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა. მათივე ცნობით, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. […]

Continue Reading

რუსებმა საქართველოში უფრო ხშირად დაიწყეს ფრენა – რუსეთის ტურისტული სერვისი

რუსებს შორის ზაფხულის არდადეგები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, ქვეყანაში ფრენებზე მოთხოვნა 8.5%-ით გაიზარდა, იუწყება ტურისტული სერვისი Tutu.ru. მათივე ცნობით, რუსი მოგზაურები წელს ზაფხულის არდადეგებისთვის სულ უფრო ხშირად ირჩევენ საქართველოს, ხოლო ქვეყანაში მოსახვედრად საჰაერო გზას ირჩევენ. „სერვისმა გააანალიზა რუსეთიდან საქართველოში ფრენებზე მოთხოვნა 2026 წლის ივნისს, ივლისსა და აგვისტოში. ამ ზაფხულს მოთხოვნა 8.5%-ით გაიზარდა, ხოლო მგზავრების […]

Continue Reading

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან […]

Continue Reading

ბათუმში მატარებელი შუა ხნის ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან სამგზავრო მატარებელი ქალს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, ამ დროისთვის მატარებელი ვეღარ გადაადგილდება, მგზავრები კი ვაგონებში რჩებიან. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading