12 აგვისტოს დიდგორობაა

დღეს დიდგორობაა. მთავარი სახალხო ზეიმი, ტრადიციულად, დიდგორის ველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმართება, სადაც საზეიმო და კულტურული ღონისძიებები ტარდება. დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ, დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან) გაიმართა. საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლა უდიდეს გამარჯვებათა რიცხვს მიეკუთვნება. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის […]

Continue Reading

რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული პრობლემები, საქართველოში ფასებზე შესაძლოა, პირდაპირ აისახოს – EPRC

რუსეთის საწვავის ბაზარზე პრობლემები საქართველოში საწვავის ფასებსა და მიწოდებაზე შესაძლოა, პირდაპირ აისახოს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშშია საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული კრიზისი საქართველოს მაღალი დამოკიდებულების პირობებში განსაკუთრებულ რისკს ქმნის. „2025 წელს საქართველომ დაახლოებით 1.8 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, საიდანაც დაახლოებით 698 ათასი ტონა, […]

Continue Reading

ლიმონათის საწარმო დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი12 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°. […]

Continue Reading

12 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 აგვისტოს ცოტნე დადიანის, მოციქულთა: შილას, სილუანეს, კრისკენტის, ეპენეტოსის და ანდრონიკეს, მოწამე იოანე მხედრის, და სხვა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ცოტნე დადიანი ცოტნე დადიანი იყო დიდგვაროვანი ქართველი ფეოდალი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის პირველ ნახევარში. ცოტნე დადიანი მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში 1245 წელს. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მისი მონაწილეები დააპატიმრეს […]

Continue Reading

ტრამპის ადმინისტრაციამ 175 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 175 000-ზე მეტი ვიზა გაუუქმდათ. უწყების თქმით, ეს ადამიანები დანაშაულის ჩადენაში და ამერიკელების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში იყვნენ ბრალდებული. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვიზების უმეტესობა სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის ბრალდების გამო გაუქმდა, მათ შორის ნარკოდანაშაულის, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის, თავდასხმის, სექსუალური ძალადობის, ბავშვზე ძალადობისა […]

Continue Reading

საქართველოს ეკონომიკა, მისი ცალკეული სექტორები და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებები, რუსეთზე უზარმაზარ დამოკიდებულებას ინარჩუნებს – ანგარიში

სასურსათო უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტის მიმართულებით საქართველო პრაქტიკულად, ერთ მომწოდებელზეა დამოკიდებული – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშშია საუბარი. როგორც EPRC-ის ანალიზშია ნათქვამი, რუსეთის ეკონომიკაში არსებული სერიოზული პრობლემების ფონზე, 2008 წლის ომიდან 18 წლის შემდეგაც, საქართველოს ეკონომიკა, მისი ცალკეული სექტორები და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებები, რუსეთზე უზარმაზარ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ორგანიზაცია სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 12 აგვისტოსთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6191 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6191 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

იმ “ოპოზიციონერების” აღტკინება უფრო გაუგებარია, რომლებიც ამ სამარცხვინო ქალს, საქართველოს ნამდვილ მტერს, უპირობო ლიდერად და ქართველი ხალხის გადამრჩენად მოიხსენიებდით – სააკაშვილი ზურაბიშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი თანაგუნდელის, გია ბარამიძის განცხადებას „სრულ სისულელეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბარამიძეს უფრო დეტალური განმარტების გაკეთება მართებს. ამავდროულად, სააკაშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს ფარისევლობაში ადანაშაულებს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოზიციების გამო. იგი ხაზს უსვამს, რომ ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომში ქართული მხარის მიერ დანაშაულის ჩადენა საბოლოოდ გამორიცხა. “ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის […]

Continue Reading

ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს – მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული. Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა. სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. […]

Continue Reading