ერთი დაღუპული და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის ავტობანზე

ქუთაისის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილის გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. “ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

კახა კალაძე: „რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში პარკირებით სარგებლობა უფასოა, ხოლო მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან“

რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე პარკირებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის დროებით უფასოა. გარდა ამისა, ამავე გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ფუნქციონირებს კომერციული ფართები, რომლებიც გაცემულია იჯარით. სარეაბილიტაციო პროცესში ეს ადამიანები განთავისუფლებული იქნებიან […]

Continue Reading

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილემ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ, თანამდებობა დატოვა

ზაურ ახვლედიანმა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. „აჭარა თაიმსს“ ფაქტი სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ ახვლედიანმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „აჭარა თაიმსი“ ზაურ ახვლედიანზე საჯარო ღონისძიების დროს მომხდარი თავდასხმის შესახებ წერდა. მათი ინფორმაციით, აჭარის კუტურურლი მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის მეუღლე მას, ხელოვნების მუზეუმში, ჯერ სიტყვიერად […]

Continue Reading

ლაბირინთი პუტინისა და ტრამპის გამოსახულებით სიმინდის ყანაში

გერმანელმა ფერმერმა შექმნა სიმინდის ყანის ლაბირინთი, რომელზეც ტრამპი და პუტინი ბავშვობაში არიან გამოსახულნი. 2009 წლიდან ბენედიქტ ლიუნემანი თავის 20,000 კვადრატული მეტრის მინდორში თემატურ ლაბირინთებს ქმნის. ამჯერად ის პუტინსა და ტრამპს აკრიტიკებს. გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსები ბავშვებად არიან გამოსახულნი და ტრამპს გლობუსის ფორმის ბურთი უჭირავს ხელში, მონაწილეებს შიგნით ვიქტორინაც ელოდებათ. ერთ-ერთი კითხვაა:„რას უნდა დაემორჩილოს ამერიკელი პრეზიდენტი?“ […]

Continue Reading

უკრაინის ომბუდსმენი – რუსეთის აგრესიის გამო საზღვარგარეთ ამჟამად 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება

უკრაინის სახალხო დამცველის დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ამჟამად, რუსული აგრესიის გამო, უკრაინის ფარგლებს გარეთ, 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება. „ჩვენი 8.4 მილიონზე მეტი მოქალაქე ამჟამად უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება“, – აღნიშნა ლუბინეცმა. „ევროსტატის” მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ამჟამად დროებითი დაცვის სტატუსით უკრაინის 4.38 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს გერმანიამ, პოლონეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ. […]

Continue Reading

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავა. ამის შესახებ შსს იუწყება. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, აღნიშნულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 5 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +16, +21°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +12, +17°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, […]

Continue Reading

5 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 აგვისტოს მოწამეთა: ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან 13-თა მოწამეთა, ასევე მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და სხვა ათცამეტნი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აწამეს. სამსჯავროზე წარმდგარმა მორწმუნეებმა გაბედულად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი […]

Continue Reading

ჩაქვში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვში მატარებელმა ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის […]

Continue Reading

დაკავებულია მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც ფულადი თანხა შესთავაზა გამომცდელს და სთხოვა, გაეგრძელებინა გამოცდა

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს: “საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობის დროს, მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა […]

Continue Reading