თბილისში შესაძლოა ე.წ. Yellow box-ები დაინერგოს
თბილისში გზაჯვარედინებზე იგეგმება ე.წ. Yellow box-ების, საგზაო კვადრატების ქსელის დანერგვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაავალა. Yellow box-ი გზაჯვარედინის მონიშნული ზონაა, რომელშიც ავტომობილმა არ უნდა შეაღწიოს, თუ წინ გასასვლელი თავისუფალი არ არის და არსებობს რისკი, რომ მანქანა გზაჯვარედინზე გაჩერდება და სხვა მიმართულებით მოძრაობას გადაკეტავს. […]
Continue Reading

