მეუფე იობი სასულიერო პირთა შესახებ – “დღეს შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა (აქიაშვილმა) სასულიერო პირების შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ დღეს სასულიერო პირები ერისკაცების მსგავსად მეტყველებენ. მისი თქმით, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ მათ შეიძლება, გინებაც დაიწყონ, მრისხანებაც გამოხატონ, ვიღაცას დაარტყან კიდეც. მეუფის თქმით, დღეს სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, რომ საზოგადოებას მოაწონოს თავი, „ფეისბუქში“ დებს ფოტოებს, ელოდება, ვინ რას იტყვის და მთელი ყურადღება ამაზე […]

Continue Reading

შიო III – ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ენა, ეროვნება, ამიტომ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ გზიდან არ გადავუხევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიფარავს

ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ გზიდან არ გადავუხევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს, ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამე, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა. როგორც მან თქვა, […]

Continue Reading

პატრიარქი – “როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები”

„ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა… ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა“. ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო წირვის დასასრულს პატრიარქმა შიო მესამემ იქადაგა. “სახელითა მამისათა და […]

Continue Reading

პატრიარქი – “განსაკუთრებით სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს გვამართებს, ვევედროთ იოანე ღვთისმეტყველს, რომ გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი უფრო ღრმად, რომ შევიმეცნოთ, მართებულად გადმოვცეთ და ვიქადაგოთ მრევლის წინაშე”

„არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალ იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა… ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი…“. ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მოციქულისა და მახარებლის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღესან დაკავშირებით წირვის […]

Continue Reading

პატრიარქი შიო III – მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა

შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით და იმით, რომ ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს – პირველად ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიმა, შიო III-მ სულთმოფენობიდან მეორე კვირას ქადაგებისს განაცხადა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო […]

Continue Reading

ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის. დავფიქრდეთ ამაზე! – პატრიარქის დღევანდელი ქადაგება

დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა სულთმოფენობიდან პირველ კვირას მორწმუნეებს მიმართა, თუ რატომ დაადგინა წმინდა ეკლესიამ ეს დღესასწაული, პატრიარქის თქმით, ეკლესიას სურს, […]

Continue Reading

პატრიარქი შიო III – შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა, შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე

შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა, შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე, გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში , – ამის შესახებ უწმინდესისმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მორწმუნეებს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა […]

Continue Reading