ფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიებას აწარმოებს. უწყებაში გამოძიების მიმდინარეობა დაადასტურეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება, რას უკავშირდება საქმე და ფიგურირებს თუ არა მასში კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „კორუფციის კარგი საშუალება იყო“. […]

Continue Reading