2 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ივლისს მოციქულ იუდას, მოწამე ზოსიმეს; ღირს პაისი დიდის ; ღირსი იოანე განდეგილის და ღირს პაისი (ბულგარელის) ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა – იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი […]

Continue Reading

18 ივნისის საეკლესიო კალენდარი

18 ივნისს მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა, პამბონესი, ღირსი დოროთეს, სერიდის სავანის მკვიდრის ხსენების დღეს აღინიშნება მღვდელმოწამე დოროთე წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. ხოლო კონსტანტინე დიდის მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და […]

Continue Reading

15 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივნისს წმიდა ნიკიფორე აღმსარებელის, წმიდა მოწამე კონსტანტინე ათონელის, წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველის და წმიდა მოწამე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+828) დაიბადა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმისაგან (740-775). წმიდა […]

Continue Reading

14 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ივნისს ღირსთა: შიო ახლის, დავით, გაბრიელ და პავლე გარეჯელთა, ასევე მოწამეთა: იუსტინე ფილოსოფოსისა და სხვა იუსტინესი და მათთანათა: ხარიტონის, ხარიტას, ეველპისტეს, იერაქსის, პეონის და ვალერიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი – ლეკთაგან მოწყვეტილნი დავით გარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლითა და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, სოფლის […]

Continue Reading

13 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივნისს მოციქული ერმის, 70-თაგანის, მოწამე ერმეიოსის და მოწამე ფილოსოფოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი წმიდა მოციქული ერმი – სამეოცდაათთაგანი (I) იყო ფილიპოპოლის ეპისკოპოსი. მას წმიდა პავლე მოციქული მოიხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან. აღესრულა მშვიდობით. წმიდა მოწამე ერმეიოსი წმიდა მოწამე ერმეიოსი […]

Continue Reading

12 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივნისს ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენის, წმიდა ევპლის, წმიდა მოწამების ნატალიას და სალონეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ისააკი, დალმატის მონასტრის იღუმენი ღირსი ისააკი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინეპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემლად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ […]

Continue Reading

11 ივნისის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 ივნისს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების ხსენებას აღნიშნავს საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის მოწამე თეოდოსია ქალწულის, ტვირელის, ღირსმოწამისა თეოდოსია ქალწულის და წმიდა ალექსანდრეს, ალექსანდრიელი პატრიარქის ხსენების დღეც. ხსენება I მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას 325 წელს ამ კრების ხსენებას ეკლესია უძველესი დროიდან აღნიშნავს. უფალმა იესო ქრისტემ უდიდესი აღთქმა დაგვიდო: „აღვაშენო […]

Continue Reading

10 ივნისის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია10 ივნისს აღნიშნავს ღირსი ნიკიტა აღმსარებლის, ქალდეკონელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე ევტიქის ხსნების დღეს. წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX) VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული. ხატმბრძოლი […]

Continue Reading

9 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ივნისს ღირსი მამა ბასილის ბაგრატ III-ის ძის, ღირსი მიქელ პარეხელის, მღვდელმოწამე თერაპონტის, სარდიელი ეპისკოპოსის, თეოდორა ქალწულის და დიდიმე მხედრის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი მამა ბასილი ძე ბაგრატ III-ისა ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და […]

Continue Reading

6 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 ივნისს ღირსი სვიმეონ მესვეტის, მოწამეთა: მელეტის, სტეფანეს, იოანეს, სერაპიონ ეგვიპტელის, კალენიკე მოგვყოფილის, თეოდორეს და ფავსტოს და 1218 მხედრის ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik-საქართველო გიამბობთ, ვინ იყვნენ ეს ადამინები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ღირსი სვიმეონ მესვეტე ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (+596) დაიბადა ანტიოქიაში 521 წელს, ღვთისმოშიში ქრისტიანების […]

Continue Reading