ირანელი დიპლომატი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ირანელი დიპლომატი უწყებაში უკვე იმყოფებოდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის […]

Continue Reading

“არავინ არაფერზე დუმს” – “ქართული ოცნება” ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო უწყების რეაგირებას ელოდება

არავინ არაფერზე დუმს! – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რა დროსაც ირანის ელჩის განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ელჩის ამ განცხადებაზე რეაგირება საგარეო უწყების ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაა. „არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ. ჩვენ ყველას, ვისაც ნასწავლი გვაქვს და […]

Continue Reading

საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა – BMG

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე წლის მარტიდან, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში/ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა. როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, ლეონიძის ქუჩის #3-ში, სადაც საგარეო უწყება 2023 წელს გადავიდა, მხოლოდ საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტები დარჩა. ინფორმაცია BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმაც დაუდასტურა, მაგრამ საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც თავად ავლაბრის რეზიდენციიდან მუშაობს, საკითხს მეორე დღეა არკვევს. […]

Continue Reading