სურსათის ეროვნული სააგენტო – რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – აუცილებელია კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა! „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა. მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვნა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო […]

Continue Reading

ქალაქის ცენტრალური ხიდიდან ახალგაზრდა კაცი მდინარეში გადახტა! – როდის და სად მოხდა მძიმე შემთხვევა?

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. “ინფო რუსთავის” ცნობით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადახტა. ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის კალაპოტში ამ დრომდე მიმდინარეობს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საწარმოს ტერიოტორიაზე ამწე გადაყირავდა და მუშას მანქანის ისარი დაეცა

რუსთავში, საწარმო “რუსთავის აზოტი ინდორამას” ტერიტორიაზე ამწეკრანი გადაყირავდა და მუშას ამწის ისარი დაეცა.  დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. “ინფო რუსთავი” ესაუბრა ინდორამა კავკასიის დირექტორს ლევან ბურდილაძეს. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. “კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომელია. ჩვენ ფაქტის შესახებ შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს, ჩატარდება მოკვლევა და […]

Continue Reading

რუსთავში, აივნიდან 12 წლის გოგო გადავარდა – როგორია მდგომარეობა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. 12 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური იყო. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ახალი ამბები რუსთავში მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა – მესაკუთრემ დაასახელა თანხა, რომელსაც ითხოვს

რუსთავში, მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა. კერძო მესაკუთრესა და ეკატერინე მაღალაშვილს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა დედამ ახალ მესაკუთრეს 45 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. ეკატერინე მაღალაშვილმა რუსთავის ბინა უკვე დატოვა და შვილებთან ერთად დროებითი საცხოვრებლის ძიებაშია. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ეკატერინე მაღალაშვილის სახლთან აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. ოჯახის 2015 წელს აღებული […]

Continue Reading

რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ – ადგილზე აღსრულების პოლიციაა მობილიზებული

მარტოხელა დედა სამი შვილით საცხოვრებლის გარეშე რჩება – რუსთავში ოჯახს 2015 წელს აღებული სესხის გამო ბინიდან ასახლებენ. საცხოვრებელი აუქციონზე გაიყიდა, ახალი მფლობელი კი მის დაცლას ითხოვს. მესხიშვილის ქუჩაზე აღსრულების პოლიცია მობილიზებული. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს და ბინის დატოვებას არ აპირებს. 2015-დან მიმდინაეობს ეს საქმე. ჩემმა დედამთილმა და ჩემმა ქმარმა […]

Continue Reading

რუსთავში ფიზიკური დაპირისპირებისას მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა

რუსთავში ფიზიკური დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე მდებარე რესტორან „იმპერიაში“ დაწყებული სიტყვიერი კამათი მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა და მამაკაცებს შორის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სუპერმარკეტის მიმდებარედ ბეტონის საფარს თავი დაარტყა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა. ექიმებმა დაშავებულს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, […]

Continue Reading