რიყის პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რიყის პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავს ეძღვნება. აქციაზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც. ადგილზე შეკრებულ ხალხს პარტიის ლიდერები სიტყვითაც მიმართავენ. ტერიტორიის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading

