“ფორმულამ” ჩემი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა – აალდნენ” – ნინო ნადირაძე
ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “ფორმულას” შენობაში ხანძარს გამოეხმაურა: “ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა – აალდნენ. ჩემს კეთილშობილებაზე ნუ დარდობთ. იდარდეთ იმაზე, რომ გქონდეთ გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ევაკუაციის გეგმა, ასევე გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახური. ესაა ევროპა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას და ჯანმრთელობას” – წერს ნადირაძე. გამოიწერეთ “პრესექსპრესი
Continue Reading


