ტყიბულში მეშახტეს სატვირთო ვაგონი დაეჯახა
ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. “პირველების” ინფორმაციით, შახტაში იყო მცირე ხანძარიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading

