იმედია, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას – ცნობილია, რას ელოდება ამერიკა საქართველოსგან

იმედია, საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა. კერძოდ, რუბიოს პასუხი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვას მოყვა, რომელიც ასე ჟღერდა: “პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი “ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. გაყალბებული არჩევნები იყო საქართველოში. ამის გათვალისწინებით, ისინი ეხმარებიან ირანულ “ისლამური […]

Continue Reading

სომხეთში მარკო რუბიო ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს 26 მაისს ეწვევა, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და მარკო რუბიო ერთმანეთს შეხვდებიან, რის შემდეგაც მინისტრები პრესკონფერენციებს გააკეთებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.

Continue Reading