ქართულ მხარესთან ტექნიკური შეხვედრა შედგა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან – პრესსპიკერი

ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა კომენტარი გააკეთა  ბრიუსელში, საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შემდგომ  შესაძლო ნაბიჯებს. […]

Continue Reading

ევროკომისიის პრესსპიკერი უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს – როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. […]

Continue Reading