ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა

ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან საკუთარ „ფეისბუქზე“ გაავრცელა. როგორც ყეინიშვილი წერს, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ […]

Continue Reading

ენმ 14 წლის წინ გავრცელებული ე.წ. ციხის კადრების გამოძიებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 წლის წინ გავრცელებული ე.წ. ციხის კადრების გამოძიებას ითხოვს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შეიტანენ განცხადებას, სადაც მოითხოვენ იმ ადამიანების დაკითხვას, რომლებმაც რამდენჯერმე აღიარეს, რომ ე.წ. ცოცხების და ე.წ. კარანტინის კადრები არ იყო სიმართლე. 14 წელი გავიდა საქართველოში რუსული სპეცოპერაციიდან, ციხის. ე.წ. კადრების გავრცელებიდან, […]

Continue Reading

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი […]

Continue Reading

Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს – შსს-მ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, კლინიკაში 5-მდე პაციენტია […]

Continue Reading

მარნეულში 13 წლის გოგოს მშობიარობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში 13 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის სამშობიაროში მოზარდმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პოლიციელების უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. “ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ”, – აცხადებენ პროკურატურაში. გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის ამსახველ […]

Continue Reading