ავარია “ბოლო ზარზე” – გორში, მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Continue Reading

ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ -სად მოხდა შემთხვევა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ. დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც. შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

Continue Reading