ფრთხილად, თაღლითები! რა პირამიდულ სქემას უნდა უფრთხილდეთ

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს კიდევ ერთი პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და შემოსავლის მიღებას გარკვეული თანხის დაბანდების შემდეგ პირდებიან. „ამისათვის კი მომხმარებლებს სთავაზობენ ე.წ. “პლატფორმაზე” რეგისტრაციას, სადაც მათ უკეთებენ პირად კაბინეტებს და ამის შემდეგ აბანდებინებენ თანხას. ამ […]

Continue Reading

ვნახოთ რა იქნება გამოძიების შედეგი – “ქართული ოცნება” ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ენერგოსისტემის მასშტაბურ გათიშვას “უჩვეულო მოვლენას” უწოდებს და აცხადებს, რომ გამოძიებამ შესაძლო ადამიანური ფაქტორი ან საბოტაჟის ნიშნები უნდა გამოავლინოს. მისი თქმით, ყველა დეტალი უნდა გაირკვეს. „მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო. მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი გაირკვეს. ვნახოთ რა იქნება გამოძიების […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდი. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 3.7 შეადგინა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ბოლო პერიოდის ტოტალიტარული პოლიტიკური ფილოსოფია არც ერთ ხელისუფალს არ ჰქონია საბჭოთა ხელისუფლების შემდგომ, ის, რაც გვაქვს დღეს სახეზე – არჩილ გამზარდია

ყველაფერი უნდა იყოს ტოტალიტარული “წესრიგის” ჩარჩოში, ვინ რა უნდა თქვას, როგორ თქვას, აღქმებიც, აზრებიც, გამოხატვაც, ეს ყველაფერი ტოტალიტარული ნებით, შერჩევით და ყალიბით უნდა ხორციელდებოდეს. ამის შესახებ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია სოაციალურ ქსელში წერს. :იუმორისტების მიმართ აგრესიული დისკრედიტაციული კამპანია, ცხადია, იმის გამო კი არ ხდება, რომ ვინმე ვინმეს “შეურაცხყოფს”, ან ვინმეს რეპუტაცია უმცირდება ამით, ზოგ […]

Continue Reading

სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. კერძოდ, უწყების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების […]

Continue Reading

“მთავარია, მიშა არ მობრუნდეს ხალხოო!” – მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკის” პირად გვერზე ახალ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. “ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია, მიშა არ მობრუნდეს ხალხოო! და დანარჩენი ვინც უნდა ის მობრუნდეს” – წერს სააკაშვილი. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მამაკაცი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, ავთო მარხვაიძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. კაცის ცხედარი სოფელ ბეღელას მიმდებარედ იპოვეს. გამოცემა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკარგული თუშეთის სოფელ ჯვარბოსელში, დღესასწაულზე მიდიოდა. მარხვაიძე ჯვარბოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ჩავიდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ მონაკვეთზე, ხიდზე გადასვლისას, წყალში გადავარდა. ავთო მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რა ღირს საქონლის ხორცი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი თურქეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია – ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკიდან. უფრო კონკრეტულად, ას ქვეყანას შორის თურქეთი მე-16, აზერბაიჯანი კი 71-ე ადგილზეა. მონაცემების მიხედვით, მარკეტებში 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო ფასი თურქეთში 19 დოლარს, ხოლო აზერბაიჯანში 10 დოლარს აჭარბებს. […]

Continue Reading

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართო დარბაზიდან გათავისუფლდა

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის სასამართლო დაბრაზიდან გათავისუფლდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით, 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც […]

Continue Reading

ეს გარკვეულწილად სენსაციაა – რა გადაწყვეტილება მიიღო დონალდ ტრამპმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზე ისაუბრა. „პრეზიდენტობა მეორედ ყოველთვის უკეთესია, ხოლო მესამედ კიდევ უფრო უკეთესი“, – აღნიშნა ტრამპმა და განმარტა, რომ  „უბრალოდ ხუმრობდა”. მოგვიანებით სიტყვით გამოსვლისას,ტრამპმა თავზე წითელი კეპი დაიხურა წარწერით „Trump 2028“ და განაცხადა, რომ ის მეოთხედ იყრის კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად, რათა თანამდებობის მესამედ დაკავება სცადოს. „სიხარულით ვაცხადებ ჩემს განზრახვას […]

Continue Reading