შსს-ს ინფორმაციით, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება – გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობითვე, ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. ცნობისთვის, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, […]
Continue Reading