“უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!” – სააკაშვილი

საქმე ბევრად უფრო მძიმედაა, ვიდრე პარტიებისა და ცალკეული ადამიანების ბედი. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქში” წერს. “უნდა შევხედოთ, თუ რა ხდება რეგიონში. რუსეთი აწარმოებს რეგიონულ დაპყრობით ომს. ივანიშვილმა მას შესთავაზა პეტენის რეჟიმის როლის განმეორება საქართველოში. რა არის პეტენის რეჟიმი? მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მარშალი პეტენი შეთანხმდა ჰიტლერთან, რომ საფრანგეთი არ შეუერთდებოდა ანტიგერმანულ […]

Continue Reading

დოლარის ფასი ისევ იკლებს – რა ეღირება ხვალიდან უცხოური ვალუტა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6468 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0033 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0026 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

პროკურატურამ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა – “ფორმულა”

პროკურატურამ „ფორმულას“ მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზე გადაცემა „შაბათის ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დაიბარა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ტელეწამყვანი გამოკითხვაზე 29 ივნისს, 16:00 საათზეა დაბარებული და ის პროკურატურაში მისვლას გეგმავს. „ოცნების“ პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებას […]

Continue Reading

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, მანქანა გულშემატკივრების ჯგუფში შევარდა

მექსიკის ქალაქ კაბო სან ლუკასში, მანქანა გულშემატკივრების ჯგუფს შეეჯახა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან მექსიკის გამარჯვებას აღნიშნავდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. მძღოლი დაკავებულია და ავარიის გარემოებები გამოძიების პროცესშია. მექსიკამ ჩეხეთი 3:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი ქულების დაკარგვის გარეშე დაასრულა. VIDEO

Continue Reading

ვარშავაში დაშვებისას მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა: არიან დაღუპულები

ვარშავის ბემოვოს რაიონში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო და მძღოლების სასწავლო ცენტრის მახლობლად ჩამოვარდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაშავებულია სულ მცირე ერთი თვითმხილველი. მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების სამსახურები სწრაფად მივიდნენ ადგილზე. ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. VIDEO

Continue Reading

თითო მგზავრზე 60 ევრო – რას სთავაზობს საქართველო ავიაკომპანიას?

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ნორვეგიულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Norwegian Air-ს თბილისისა და კოპენჰაგენის მიმართულებით ახალი რეგულარული საჰაერო ხაზის ამოქმედებისთვის 400,000 ევროს ფინანსურ სტიმულს შესთავაზებს. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებმა 2026 წლის 31 მაისს გააფორმეს და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ახლა გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, Norwegian-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპენჰაგენს შორის რეისების შესრულებას დაიწყებს, ხოლო საქართველოს აეროპორტების გაერთიანება […]

Continue Reading

26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე […]

Continue Reading

პარლამენტმა ჯარიმების ოდენობა შეცვალა, ცვლილება დისტრიბუტორებსაც შეეხო

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები იცვლება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის. კანონპროექტი 80-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის ჯერ კიდევ მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება […]

Continue Reading

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია – სუს

2026 წლის 22 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ სუს-ის ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ […]

Continue Reading

საქართველოდან $ 90 მილიონამდე ტანსაცმლის ექსპორტი ხდება – თურქეთი ექსპორტიორთა შორის ლიდერია

წელს, საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნიდან 89,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ტანსაცმლის ექსპორტმა 78 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან ტანსაცმლის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ამ ქვეყანაში დაახლოებით 66 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა […]

Continue Reading