პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად იგი როგორც […]

Continue Reading

1 700 ტონა ბენზინი ენგურის გავლით – საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის სრული მოხმარების 20% შევიდა

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 1 700 ტონამდე ბენზინი შევიდა, რაც მოხმარებული ბენზინის თითქმის 20%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. საწვავი ოკუპირებულ რეგიონში კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. როგორც ირკვევა, მიწოდება ენგურის ხიდის გავლით, სექტემბერშიც გრძელდება, თუმცა უცნობია, რა რაოდენობით.  მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი, შმაგი სამხარაძე ამბობს, რომ დროებით ოკუპირებულ […]

Continue Reading

მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას. მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის […]

Continue Reading

“ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა” – “ქართული ოცნება”

ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი “ჩაჯდა იმ ნარატივში, რაც ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციონერებმა შემოგვთავაზეს”. „ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, 100 ათას დოლარზე ნაკლები რომ არც ერთი […]

Continue Reading

საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავად ავრცელებს. მათივე ცნობით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას”, -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ემი დიაზი […]

Continue Reading

ახლა ჩავთვალე, რომ დრო დადგა, ეს მეთქვა. და ზუსტად ვიცი, პატიებას არ ვაპირებ არავისთვის – ვის მიმართავს ნიკა გვარამია

რაკიღა არ დასრულდა სამთავრობო „გირჩის“ და „ნაცმოძრაობის“ ერთობლივი (მე ვიტყოდი, ორკესტრირებული) კამპანია, ცოტა ვრცლად მეც მოვყვები. ძირითადად შევეხები იმ საკითხს, რომელიც ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემს’ მიმართ აგორებულ გილაურის მითიურ 40 მილიონს ეხება, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ ამ კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩაერთო […]

Continue Reading

სართველოში პურის ზოგიერთი სახეობა ისევ გაძვირდა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას მიიღეს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თეთრი პურის გაძვირებაზე მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული სახეობის პურზე ფასი 5-10 […]

Continue Reading

ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა

ოთარ ფარცხალაძემ საბძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა. ფარცხალაძე-რომანოვი ამბობს, რომ მისი დანაყოფი ინტერნაციონალურია. სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე 1945 წელს, ჩემი თითოეული მეოთხე თანამემამულე იბრძოდა თავისუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს კვლავ აღმართავენ რუსი და ქართველი,” – ამბობს […]

Continue Reading

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 08:52 საათზე, ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21კმ-ში, სოფელ ბალანთაში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო. განმეორებითი მიწისძვრა კი – 09:09 საათზე მოხდა, მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 8 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მოქმედი შედარებით ცივი მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ქარი, ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა,ზოგან შესაძლებელია ელჭექი ( მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი). […]

Continue Reading