ანა წითლიძე – მოვუწოდებ პროკურატურას, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან პროკურატურას მოუწოდა, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს. „ბარბარე რაფალიანცი მოკლულია ბიძინა […]

Continue Reading

ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილებზე

ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილს, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი წინამორბედის წერილები არასერიოზულია. „ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული, […]

Continue Reading

საქართველოში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე მონაცემებით, მათ შორის: „2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, […]

Continue Reading

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მესტიაში ორი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპრებას წინ, ორ მოზარდს შორის დაქწყებული კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანის მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა.  დაპირისპირება კი დაჭრით დასრულდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.  “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ქარი, ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან […]

Continue Reading

7 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს – 7 სექტემბერს მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს დღე ასევე არის მოციქული ტიტეს 70-თაგანისა, მღვდელმთავართა: ბარსისეს და ევლოგის, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელის, კარიელი ეპისკოპოსის, ასევე წმიდა მინას, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე. აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი […]

Continue Reading

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს:  “გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბოლო კვირებია ნია იმნაძის ადვოკატი და ოჯახი პრაქტიკულად დღე და ღამე საქმის მასალებს ვკითხულობთ. ყველა გვერდი, ყველა დოკუმენტი, ყველა ჩვენება, ყველა მიმოწერა, ყველა სიტყვა — თითოეული დეტალი არაერთხელ იქნა წაკითხული, შესწავლილი და გაანალიზებული. Საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ნია იმნაძემ […]

Continue Reading

ტერიტორიული საკითხი კვლავ აქტუალურია. ასეთი საკითხების მოგვარება მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი – ზელენსკი ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელია, თუმცა ძირითადი საკითხები, მათ შორის ტერიტორიული საკითხები, მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება გადაწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მათ შეხვედრის შემდეგ გამართეს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ომის დასრულებისა და რუსეთთან […]

Continue Reading

კიევში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. შემდეგ რაუნდს ევროპელები შეუერთდებიან

კიევში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. შემდეგ რაუნდს ევროპელები შეუერთდებიან. მარიინსკის სასახლეში დასრულდა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციასა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი, იტყობინება hromadske. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემდეგ რაუნდს შეუერთდებიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები და წარმომადგენლები. შეხვედრის შემდეგ […]

Continue Reading

თბილისის ტრამვაის პროექტზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ხვალ გაფორმდება

7 სექტემბერს, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ტრამვაის პროექტირებისა და მშენებლობის პროექტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც დაგეგმილია, ხელმოწერის ცერემონიალი 12:00 საათზე თბილისის საკრებულოში გაიმართება. შეგახსენებთ, ტრამვაის პროექტის ტენდერში თურქულმა ერთობლივმა საწარმომ EYE-მ (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა. ცნობისთვის, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build (DB) მოდელით […]

Continue Reading