ამინდის პროგნოზი 2 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე […]

Continue Reading

2 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ სამოელის, მოწამეთა: სევიროსის, მემნონისა და მათთანა 37 მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წინასწარმეტყველი სამოელი წინასწარმეტყველი სამოელი – ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული – ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდა-ექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა – ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა […]

Continue Reading

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი. ჭალაადის მდინარესთან იპოვეს ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილიც. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ირმა ინაშვილი – ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, ექსპრემიერის მიმართ „განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი“ აამოქმედონ. ინაშვილი ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომელშიც ექსპრემიერი საუბრობს უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეზე და სვამს კითხვას რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი და ამბობს, რომ „რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. ადგილზე ხმაურიც იყო. მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. საგამოძიებო მოქმედებებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა, რომელიც პროცესს სოციალურ ქსელში ლაივ-რეჟიმში აშუქებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სახლში სამართალდამცველები ერთდროულად შევიდნენ, გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. სახლის ჩხრეკამდე ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკეს, […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი – საზოგადოება დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია – მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა

მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს. „ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს […]

Continue Reading

„ქართულმა ოცნებამ“ 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა, – ინფორმაციას „ქართულმა ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს

ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებასა და სავარაუდო დაშლაზე“. […]

Continue Reading

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. 29 აგვისტოს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ქალი წყალში შევიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ტაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეუმცირა

ტაილანდის ხელისუფლებამ ქვეყანაში 60-დღიანი უვიზო ყოფნის წესი ოფიციალურად გააუქმა და 60 სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ტურისტული ვიზის გარეშე დარჩენის ვადა 30 დღემდე შეამცირა. სამეფოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ახალი რეგულაცია ძალაში 2026 წლის 15 სექტემბრიდან შევა და ის ტურისტული მიზნით მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება. ცვლილების შედეგად, ქართველ მოგზაურებს საზღვრის კვეთისას ორთვიანი ნებართვის ნაცვლად ქვეყანაში დარჩენის უფლება მხოლოდ […]

Continue Reading