სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, სამართალდამცველებმა ექვსი პირი, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს. ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებულ პირებთან შეთანხმებით და სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. […]
Continue Reading