ბრალდება წარუდგინეს მიკროავტობუსის მძღოლს, რომლის მგზავრებიდან 4 გარდაიცვალა – მას მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია არ ჰქონდა

პროკურატურამ მძღოლს, რომელიც გომისმთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, ბრალდება წარუდგინა. ბრალდების თანახმად, მიკროავტობუსის მძღოლს, „შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია“ არ ჰქონდა. „საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, […]

Continue Reading

ესპანეთში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

ესპანეთში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გრანადასთან ახლოს ღამით დაფიქსირდა (ეპიცენტრი ალენდინის რეგიონში იყო, ეპიცენტრი კი მხოლოდ 2 კილომეტრის სიღრმეზე). სასწრაფო დახმარების სამსახურებმა დაახლოებით 200 ზარი მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა მიწისძვრამ ზარალი გამოიწვია: მაცხოვრებლებმა კედლებში ბზარები, კარნიზების ჩამონგრევა და შენობების დაზიანება განაცხადეს. ანდალუსიის ხელისუფლებამ სეისმური მოქმედების გეგმის საგანგებო ფაზა გააქტიურა. ვიდეო

Continue Reading

სინამდვილეში არაფერი გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ – “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი უშიკიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ კახეთში თავის სასტუმროში რუსებს ქორწილის თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე უარს ეუბნება, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, რომ იქვე ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძის სოფელია, რუსებს ღონისძიება მოუწყოს. ჭეიშვილი უშიკიშვილს 2012 წელს რუსეთში […]

Continue Reading

დაკავებულია 5 არასრულწლოვანი, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებმა 30 000 ლარზე მეტი იზარალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარზე მეტი […]

Continue Reading

თბილისის მერია – ინტენსიურად იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ლოკაცია

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობოთ, პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. „წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18, დღისით +24, +29°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

15 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 15 აგვისტოს ზეიმობს პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანებას და პოვნას ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა და მღვდელმოწამე სტეფანეს, რომის პაპისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს. პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს და პოვნა ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა. აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით […]

Continue Reading

ჰოდა, რუსებზე მეტად ის ქართველები მძულხართ, ვინც ამ ჯოჯოხეთს ამართლებთ და რუსოფობიით გვამუნათებთ! – მაია სტეფნაძე

აფხაზეთში ომის დაწყების დღესთან დაკაშირებით, ისტორიკოსი, ტელეპროდიუსერი მაია სტეფნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვყეყნებს: “ტელეკომპანია “მზე”-ში რომ დავიწყე მუშაობა 2003 წლის აპრილში, “როიტერის” შთამბეჭდავი არქივი დამხვდა აფხაზეთის ომზე.ვერ გეტყვით, რამდენი საათი გავატარე ამ კადრების გადარჩევაში. ერთხელ მემონტაჟე ტირილით გავარდა და აღარც დაბრუნდა.სხვა მემონტაჟეს აქეთ ვანამუსებდი და ვაწყნარებდი, ისეთი მძიმე კადრების ყურება გვიწევდა. ისიც გამექცა და მერე […]

Continue Reading

ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს. მათი ცნობით, კაცი სავარაუდოდ, დღეს გადმოვიდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სასტუმროში ნომერი იქირავა. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დამატებითი დეტალები უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

“ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი” – ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს

ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მიმართავს ავრცელებს. სუხიშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართ წლების მანძილზე არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გამოთქმულა, რასაც მიჩნეული არიან. “გავიხსენებდი თუნდაც იმას, რომ თითქოს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, თუნდაც ეჭვის ქვეშ რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დაყენებას. ვთვლი, რომ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ არაფერი გჭირს არც […]

Continue Reading