დეზინფორმაციაა, თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით, იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა –  გამოვლინდა ნოროვირუსი, უახლოეს დღეებში კი სააღმზრდელო პროცესი აღდგება – კალაძე

გუშინაც ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ავრცელებდა დეზინფორმაციას, სიცრუეს თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და ქათამი, რომელიც ბაღებში შედის, არის გაფუჭებული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ დაუჯეროთ თაღლითებს, – მის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მერიის სხდომაზე ენტეროვირუსის სიმპტომების გამოვლენის გამო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ჰოსპიტალიზაციის […]

Continue Reading

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყოს, როცა საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება. ამასთან, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკლესიაში არსებული საერთო ტრადიციით, საფლავი რომ გაიხსნას, 3 წელი მაინც უნდა იყოს გასული, რათა ნახონ სხეული გაიხრწნა თუ არა. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, გაუგებარია, რატომ არ […]

Continue Reading

აღმოაჩენილია “წამების ოთახი” – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ეს­ტე­პო­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ე.წ. წა­მე­ბის ოთა­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­ი­და­ნაც ორი მა­მა­კა­ცი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი სას­ტი­კად იყ­ვნენ ნა­ცე­მი და სახ­ლში ძა­ლით ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი. საქ­მე­ზე შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. სახ­ლში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ორი AK-47 ტი­პის ავ­ტო­მა­ტი და პის­ტო­ლე­ტე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, მა­რო­კოს მო­ქა­ლა­ქე, […]

Continue Reading

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი ხაზიდან ჩახსნეს

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი ხაზიდან ჩახსნეს. ამ დროისთვის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.  მატარებლების მიმოსვლა აღდგება მას შემდეგ, რაც  დაზიანებულ მატარებელს დეპოში გადაიყვანენ.  გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 22 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია […]

Continue Reading

22 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 სექტემბერს იხსენიებს წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმეს და ანნას. მოწამე სევერიანეს, ღირს თეოფანე აღმსარებელეს, მოწამეთა ხარიტონსა და სტრატორეს, ნეტარის ნიკიტა კონსტანტინოპოლელის, და აღნიშნავს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნას და აღმოყვანება. საეკლესიო კალენდარში ამ დღეს არის III მსოფლიო კრების ხსენებაც. „Sputnik – საქართველო” გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ […]

Continue Reading

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით! – ვის აფრთხილებს ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში

ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია, საბოლოოდ კი – ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გავრცელებულ ახალ წერილში წერს, რომელიც მის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა: “საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და […]

Continue Reading

თბილისში ნაქირავებ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს – რა აღმოაჩინა პოლიციამ კარის შემტვრევის შემდეგ?

დროებით ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან ერთი საფრანგეთის, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქეა.  როგორც ირკვევა, ისინი რამდენიმე დღე კონტაქტზე არ გამოდიოდნენ. მას შემდეგ, კი რაც მეზობლებმა სადარაბაზოში მძაფრი სუნი იგრძნეს, პოლიცია გამოიძახეს. სახლის კარი სამაშველო სამსახურის დახმარებით გახსნეს და ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. ისინი ექპერტიზაზე გადაასვენეს. მიზეზებს გამოძიება დაადგენს. “რეზონანსი” გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რა ეღირება ხვალ უცხოური ვალუტა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6074 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6074 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6071 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9941 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9911 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ტრამპი: რუსეთმა უკრაინაში თავდასხმების გამო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე კონტროლი დაკარგა

სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის წარმოების ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. მათი დიზელის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქდა და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან გამოსულია. ამი შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა. “უკრაინასთან ეს აბსურდული და დაუსრულებელი ომი უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო იტანჯება, ხოლო ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცი, იღუპება” – დასძინა მან. […]

Continue Reading