გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის კვალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ, 15 წლის მოზარდი ბოლოს საირმის ქუჩაზე დააფიქსირეს. შსს-ს განცხადებით, მომხდარი ტრაგედიის გამოძიება სსსკ-ის115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.
Continue Reading