3 კაცის დაჭრისთვის 3 ადამიანი დააპატიმრეს – ვინ არიან ძმები, რომლებსაც წუხელ ცეცხლი გაუხსნეს?

პოლიციამ ქვემო ფონიჭალაში მოხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე 3 პირი დააკავა – შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამ პირს (ძმებ ყელბერაშვილებს და მათ მეგობარს) სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის 2 მეგობარი, თუმცა ორივე მათგანმა განსაკუთრებით მძიმე […]

Continue Reading

გორის პოლიციას ძალადობაში კიდევ ერთი პირი ამხელს

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში გორის პოლიციელების მიერ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე წერს.  მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ლუკა თოფჩიშვილი მიმდინარე წლის იანვრის თვეში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.  უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის რეაგირება არ მოჰყოლია მის განცხადებას და ითხოვს, ესაბამისი დამნაშავეების იდენტიფიცირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოხდეს. 

Continue Reading

ვნახე კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ. პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“. „მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება ამაზე და რა თქმა უნდა, საზოგადოება იქნება ინფორმირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. […]

Continue Reading

პოლიციელების უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. “ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ”, – აცხადებენ პროკურატურაში. გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის ამსახველ […]

Continue Reading

პოლიციამ „ოპოზიციურ ალიანსს“ სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქცია რუსთაველის გამზირზე არ შეატანინა

პოლიციამ „ოპოზიციურ ალიანსს“ სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციის რუსთაველის გამზირზე შეტანის უფლება არ მისცა.  “ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს, გოგა მემანიშვილს მიმართა, რომ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სრულად დასრულდებოდა და მოქალაქეები რუსთაველის გამზირს დატოვებდნენ, ოპოზიცია პარლამენტის წინ სცენისთვის საჭირო კონსტრუქციებს განათავსებდა. გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ […]

Continue Reading