საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი „კომენდანტის საათის“ დაწესების უფლება მიანიჭა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ზოგიერთი ქალაქის მერს მიეცა უფლებამოსილება, ნაწილობრივი „კომენდანტის საათი“ დააწესოს. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანი მოსახლეობისა და ბიზნესის დაცვაა. ამასთან, სებასტიან ლეკორნუმ არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქალაქებს მიენიჭათ ეს უფლებამოსილება. პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე გამოყოფს თანხებს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად; დაფინანსება სწორედ იმ პირების ხარჯზე იქნება უზრუნველყოფილი, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები. […]
Continue Reading


